
Georgian · Ebook
ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი
Digital purchase. Your access code will be sent by email. No physical product is shipped.
- One secure checkout
- Personal email delivery
- Support at support@krishnabookspov.com.au

Georgian · Ebook
Digital purchase. Your access code will be sent by email. No physical product is shipped.
Know what you are choosing
Read the overview, meet the contributors and browse the contents before ordering.
„ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი“ წიგნზე განუზომლად მეტია. იგი „გიტას“ ყველაზე გავრცელებული გამოცემაა დასავლეთის ქვეყნებში. მასში თავმოყრილია ცოდნაც და ღვთისადმი ერთგულებაც; ამიტომაც შესწევს უნარი, უკეთესობისაკენ შეცვალოს ადამიანის სიცოცხლე. „ბჰაგავად-გიტაში“ გადმოცემულია ხუთი ძირითადი ჭეშმარიტებისა და თითოეული მათგანის დანარჩენებთან ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნა. აი, ეს ხუთი ჭეშმარიტება: კრიშნა, ანუ ღმერთი, ინდივიდუალური სული, მატერიალური სამყარო, ამ სამყაროში აღსრულებული საქმენი და დრო. „გიტა“, რომელიც ინდოეთის სულიერი სიბრძნის არსია, ნათლად განმარტავს ცნობიერების, „მე“-ს და სამყაროს ბუნებას; იძლევა პასუხებს საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსთა მიერ დასმულ შეკითხვებზე. „გიტას“ თარგმნის პროცესში ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა მუდამ ერთგული რჩებოდა კრიშნას სიტყვებისა, ამიტომაც გახსნა „გიტას“ უძველესი ცოდნის ყველა საიდუმლოს კლიტენი, გაგვანდო ჩვენ და ამით თვითსრულყოფასა და სულიერ წინსვლაში დაგვეხმარა. „გიტა“ კრიშნასა და მის ძვირფას მეგობარ არჯუნას შორის საუბარია. ბიძაშვილებსა და მეგობრებთან ომში ჩაბმის წინ დიდ მეომარ არჯუნას ებადება კითხვები: რატომ უნდა იბრძოლოს, რა არის სიცოცხლის აზრი და რა ელის სიკვდილის შემდეგ? პასუხად კრიშნა თავის მეგობარს დაბნეულობის ბურუსს უფანტავს და სულიერად აცისკროვნებს... ყოველ ჩვენგანს კი მოგვიხმობს, იმავე ნათელ გზას შევუდგეთ.
მისი ღვთაებრივი მოწყალება ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპა̄და 1896 წელს კალკუტაში (ინდოეთი) მოევლინა ქვეყანას და კალკუტაშივე, 1922 წელს პირველად შეხვდა თავის სულიერ მოძღვარს, შ́რი̄ლა ბჰაქტისიდდჰა̄ნტა სარასვატი̄ გოსვა̄მი̄ს. გამოჩენილ რელიგიურ მეცნიერსა და სამოცდაოთხი გაუდ̣ი̄ჲა-მათ̣ჰის (ვედურ კულტურაზე აგებული ტაძრების) დამაარსებელს, ბჰაქტისიდდჰა̄ნტა სარასვატი̄ს მოეწონა განათლებული ახალგაზრდა და დაარწმუნა იგი, მთელი სიცოცხლე ვედური ცოდნის გავრცელებისთვის მიეძღვნა. ამგვარად, შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄და მისი მოწაფე გახდა, თერთმეტი წლის შემდეგ კი (1933 წ.) ინიცირებულ იქნა ალაჰაბადში.
მათი პირველივე შეხვედრისას შ́რი̄ლა ბჰაქტისიდდჰა̄ნტა სარასვატი̄ თ̣ჰა̄კურამ სთხოვა შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დას, ინგლისურ ენაზე გაევრცელებინა ვედური სიბრძნე. მომდევნო წლებში შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄და მრავალმხრივ ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა: მან დაწერა კომენტარები „ბჰაგავად-გი̄ტა̄ზე“, მუშაობაში ეხმარებოდა გაუდ̣ი̄ჲა-მათ̣ჰებს, 1944 წელს კი დამოუკიდებლად დაიწყო გამოცემა ინგლისურენოვანი ორკვირეული ჟურნალისა „ღმერთთან დაბრუნება“ (Back to Godhead).
1947 წელს გაუდ̣ი̄ჲა-ვაიშნ̣ავთა საზოგადოებამ შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დას მიანიჭა ბჰაქტივედანტას ტიტული, რითაც მისი განსწავლულობა და ღვთისადმი ერთგულება იქნა აღიარებული. მეცნიერული და ლიტერატურული საქმიანობისათვის მეტი დრო რომ დაეთმო, 1950 წელს, 54 წლის ასაკში “შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დამ მიატოვა ოჯახი და მიიღო ვა̄ნაპრასთჰას ცხოვრების წესი. ამის შემდეგ იგი დასახლდა წმინდა ქალაქ ვრ̣ნდა̄ვანში და იქ, რამდენიმე წლის განმავლობაში, შუა საუკუნეების ისტორიულ ტაძარ რა̄დჰა̄-და̄მოდარაში სრულიად პრიმიტიულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში იგი მთლიანად სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული. 1959 წელს მან განდეგილობის აღთქმა (სანნჲა̄სა) დადო. ამავე ტაძარში შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄და შეუდგა მუშაობას თავის შედევრზე: დაიწყო თარგმნა და კომენტირება „შ́რი̄მად-ბჰა̄გავატამისა“, უძველესი წმინდა წერილისა, რომელიც თვრამეტი ათას შლოკას შეიცავს. ინდოეთში მან მხოლოდ პირველი სამი ტომი გამოსცა, მოგვიანებით კი თარგმანი მრავალტომეულად იქცა. მან დაწერა აგრეთვე წიგნი „იოლი მოგზაურობა სხვა პლანეტებზე“.
ამის შემდეგ, 1965 წელს შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄და გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, რათა თავისი სულიერი მოძღვრის მიერ დაკისრებული მისია შეესრულებინა. მომდევნო წლებში მან გამოსცა ინდური ფილოსოფიისა და რელიგიური კლასიკის სამოც ტომზე მეტი ავტორიტეტული თარგმანი, კომენტარებითა და ნარკვევებით.
1965 წელს შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄და სატვირთო გემით ჩავიდა ნიუ-იორკში. ამ დროს მას საარსებო სახსრები ფაქტობრივად არ გააჩნდა. პირველი წელიწადის განმავლობაში მას დიდი სირთულეები შეხვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 1966 წლის ივნისში მან კრ̣შნ̣ას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება დააარსა. ამ დროიდან მოყოლებული 1977 წლის 14 ნოემბრამდე, ვიდრე ამ პლანეტას დატოვებდა, იგი თავად ხელმძღვანელობდა საზოგადოებას, რომელიც მის სიცოცხლეშივე განვითარდა, გაფართოვდა და ჩამოყალიბდა მსოფლიო გაერთიანებამდე ასზე მეტი ა̄შ́რამით, სკოლით, ტაძრით, სასწავლო დაწესებულებითა და სასოფლო-სამეურნეო ერთობით.
გარდა ამისა, შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დამ დასავლეთში შემოიღო ვედური სკოლა გურუკულა. მანვე საფუძველი ჩაუყარა ინდოეთში რამდენიმე დიდი საერთაშორისო კულტურული ცენტრის მშენებლობასაც. დასავლეთ ბენგალიაში, შ́რი̄დჰა̄მ მა̄ჲა̄პურის ცენტრის ირგვლივ შენდება სულიერების უზარმაზარი ქალაქი; ვრ̣ნდა̄ვანში აშენდა კრ̣შნ̣ა-ბალარა̄მას მშვენიერი ტაძარი და საერთაშორისო სასტუმრო; საზოგადოებას ბომბეიშიც დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აქვს; იგივე ითქმის ინდოეთის ათობით სხვა მთავარ ქალაქზეც, სადაც უკვე არსებობს მსხვილი ცენტრები. მაგრამ შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დას უმნიშვნელოვანესი დანატოვარი მაინც მისი წიგნებია, რომელთა ავტორიტეტს, შინაარსის სიღრმესა და სიწმინდეს დიდად აფასებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები. მისი ნაშრომები ოთხმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა. 1972 წელს მან დააარსა გამომცემლობა „ბჰაქტივედანტა ბუქ ტრასტი“, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა ვედური ფილოსოფიური და რელიგიური ნაწარმოებების გამოცემის მხრივ.
ხანდაზმულობის მიუხედავად, შ́რი̄ლა პრაბჰუპა̄დამ თორმეტი წლის განმავლობაში თოთხმეტჯერ შემოუარა მსოფლიოს, კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს ყველა მხარეში და მიუხედავად ამისა, აგრძელებდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი თხზულებები ვედური ფილოსოფიის, რელიგიის, ლიტერატურისა და კულტურის მრავალფეროვან ბიბლიოთეკას წარმოადგენს.