
Georgian · Ebook
პრაბჰუპადა
Digital purchase. Your access code will be sent by email. No physical product is shipped.
- One secure checkout
- Personal email delivery
- Support at support@krishnabookspov.com.au

Georgian · Ebook
Digital purchase. Your access code will be sent by email. No physical product is shipped.
Know what you are choosing
Read the overview, meet the contributors and browse the contents before ordering.
წინამდებარე გამარტივებული ერთტომეული შედგენილია შრილა პრაბჰუპადას ავტორიტეტული ექვსტომეული ბიოგრაფიის, „შრილა პრაბჰუპადა ლილამრიტას“ საფუძველზე. „ლილამრიტას“ შესავალში პროფესორი ჯ. სტილსონ ჯუდა (თეოლოგიური კოლეჯი, ბერკლი, კალიფორნია) წერს: „ეს არის შესანიშნავი წიგნი იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ვინც 60-70-იანებში ამერიკის რელიგიის ისტორიაში მთავარი როლი შეასრულა. ამ წიგნიდან მეცნიერები და უბრალოდ დაინტერესებული პირები დიდძალ ინფორმაციას მიიღებენ ინდოეთში დაწყებული იმ მოძრაობის შესახებ, რომელიც პრაბჰუპადამ ამერიკაში დანერგა და მოსახლეობა აზიარა“.
სატსვარუპა დას გოსვამი დაიბადა 1939 წლის 6 დეკემბერს. 1966 წლის ივლისში იგი შეხვდა მის ღვთაებრივ მოწყალება ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას, სექტემბერში მისი ინიცირებული მოწაფე გახდა. სატსვარუპა დას გოსვამი მუშაობდა ჰარე კრიშნა მოძრაობის ოფიციალურ ჟურნალ „ბექ თუ გოდჰედში“, მოგვიანებით კი მისი მთავარი რედაქტორი გახდა. 1967 წლის აგვისტოში იგი გადავიდა ბოსტონში და იქ მოძრაობის ცენტრი დააარსა. 1970 წელს შრილა პრაბჰუპადამ პირადად დაასახელა სატსვარუპა დასა გოსვამი მოძრაობის პირველ მმართველ ორგანოში. 1971 წლამდე ის ხელმძღვანელობდა ბოსტონის ტაძარს, შემდეგ გადავიდა დალასში და სათავეში ჩაუდგა გურუკულას, ისკონ–ის პირველ სკოლას.
1972 წლის მაისში, უფალი ნარასიმჰადევის მოვლინების დღეს, მისმა ღვთაებრივმა მოწყალება შრილა პრაბჰუპადამ მას მიენიჭა სანიასას (განდეგილი) ტიტული. ეს უკანასკნელი სტუმრობდა შეერთებული შტატების მთელ რიგ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს. 1974 წლის იანვარში შრილა პრაბჰუპადამ ის პირად მდივნად მოიწვია, მათ ერთად იმოგზაურეს ინდოეთსა და ევროპაში. 1976 წელს სატსვარუპა დას გოსვამიმ გამოსცა წიგნი „ნარკვევები ვედური ლიტერატურის შესახებ“, სადაც ახსნილია ვედური კულტურა და სულიერი ტრადიციები. ეს წიგნი დღემდე სახელმძღვანელოდ გამოიყენება მთელ რიგ უნივერსიტეტებში. მის კალამს ეკუთვნის ბევრი წიგნი, მათ შორის ბიოგრაფია „შრილა პრაბჰუპადა–ლილამრიტა“ და წინამდებარე ნაშრომი.